1.
პროექტის სახელწოდება: ქართული სიმღერის ნაამბობი
2.
პროექტის მთავარი იდეა: ქართული ხალხური სიმღერის მრავალსაუკუნოვანი
ისტორიისა და ტრადიციების შესწავლა,გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა
და შეადარონ სხვა ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას.
3.
პროექტის აქტუალობა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა
გამოიკვლიონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები,გაარკვიონ მათი წარმოშობისა
და შექმნის ისტორიები, ასევე იმ კუთხის ისტორიები, რომელი კუთხის სიმღერასაც განიხილავენ
პროექტის ფარგლებში.შექმნან აუდიო და ვიდეო მასალა, აიღონ ინტერვიუები გამოჩენილი ქართველი
მომღერლებისაგან და ლოტბარებისაგან, გაეცნონ საქართველოს თითოეული კუთხის ეთნოგრაფიას,
ადათებსა და წეს–ჩვეულებებს.(ქართულ სიმღერებსაც შეუძლიათ მოგვითხრონ იმაზე, რომ საუკუნეების
მანძილზე ჩვენს ქვეყანას უამრავი დამპყრობი ესხმოდა თავს).
4.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი. VII-VIII კლასი
5.
ვადების ხანგრძლივობა: 4 თვე
6.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, წიგნები, აუდიო და ვიდეო დისკები, ფორტეპიანო
და მუსიკალური ცენტრი, ხალხური საკრავები.
7.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მუსიკის გაკვეტილზე გამოყენებულ და შესწავლილ იქნება
ყველა მოძიებული ქართული ხალხური სიმღერა, პარალელურად განხილულ იქნება ის ისტორიული
ეპოქა, რასაც ეძღვნება კონკრეტული სიმღერა, ჩატარდება კონკურსი ხალხური სიმღერის საუკეთესო
შესრულებისათვის და თითოეულ მოსწავლეს საშუალება ექნება წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედებითი
ნიჭი.
8.
მოსალოდნელი შედეგები: მოვიპოვებთ და
აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ–ხალხურ სიმღერებს და გამოვიყენებთ მათ პრაქტიკულად.შევაგროვებთ
უხუცესთა უნიკალურ ჩანაწერებს და კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ჩვენი სამშობლოს ისტორიულ
წარსულს(ვინაიდან ხალხური მუსიკა მოქმედებს პიროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე,
სხვადასხვა ეპოქის მუსიკის აღქმით მოსწავლეებს ეუფლებათ შესაბამისი განცდები და გრძნობები,
ეს კი მათ დაეხმარებათ შეიცნონ ეროვნული კულტურის ღირებულებები და გახდნენ ჩვენი ქვეყნის
სულიერი ფასეულობების ღირსეული დამცველები).
9.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და
შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ნიმუშებს , პრეზენტაციებისა და
ბლოგების საშუალებით შეგროვილ მასალას გააცნობენ
თანატოლებს, პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვა სკოლის მოსწავლეებს. ეს კი ხელს შეუწყობს
ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარებას.
10.
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია
11.
სამუშაო ენა: ქართული
12.
მონაწილეები სხვა
სკოლებიდან
13.
პროექტის ხელმძღვანელი–
მარინა
შანიძე
14.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: marinashanidze@gmail.com